ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მწვავდება.
ჰორმუზის სრუტის თავზე ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგ, შტატების თავდაცვის სარდლობამ ირანს ათეულობით რაკეტით შეუტია. თავდაცვის არგუმენტით განხორციელებული შეტევის სამიზნე საკომუნიკაციო სისტემები და ირანის სამხედრო ობიექტები გახდა. არიან დაშავებულები. არ დააყოვნა საპასუხო ზომებმაც: თეირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში განთავსებული ამერიკულ სამხედრო ბაზებს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა. ისლამური რესპუბლიკა სრულად ბლოკავს ჰორმუზის სრუტესაც და გლობალური ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო დერეფანში გემების გავლის შემთხვევაში, ჯოჯოხეთის მოწყობით იმუქრება. მწვავე ესკალაციის ფონზე, გაურკვეველია რა შედეგით დასრულდება ირანსა და შტატებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები. მაშინ როდესაც მხარეებს ევროპელი ლიდერები დიალოგისკენ მოუწოდებენ, დონალ ტრამპი კიდევ უფრო მძიმე დარტყმებს აანონსებს და ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე კონტროლის დამყარებას გეგმავს.