აშშ-მ ირანის ისლამური რესპუბლიკა მის წინააღმდეგ მასშტაბურ კიბერშეტევაში დაადანაშაულა

18:50, 24.03.2018

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ირანის ისლამური რესპუბლიკა ამერიკის წინააღმდეგ მასშტაბურ კიბერშეტევაში დაადანაშაულა და ირანის ცხრა მოქალაქეს ბრალი წაუყენა. აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ როდ როზენშტაინმა განაცხადა, რომ ამ პირებმა აშშ-ის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელეს.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ირანის 9 მოქალაქემ, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 140 ამერიკული უნივერსიტეტიდან, 30 ამერიკული კომპანიიდან, ამერიკის მთავრობის სამი დეპარტამენტიდან და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული 176 უნივერსიტეტიდან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მდებარეობს, მონაცემები მოიპარეს.

კიბერშეტევის ფაქტი 2013 წელს განხორციელდა.

 

მსგავსი