აშშ-მ ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა

ამერიკამ ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა. აღნიშნულს ადასტურებს შტატების ცენტრალური სარდლობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობისთვის უკვე მოხსნილია. ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ შტატების სამხედრო გემები რეგიონში რჩებიან, რათა ამერიკა-ირანის შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა უზრუნველყონ.