აშშ-მ 66 საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა 

21:11, 09.01.2026

მრავალწლიანი თანამშრომლობის დასასრული ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან – დონალდ ტრამპის მორიგი ხმაურიანი გადაწყვეტილების გარშემო გამოხმაურება არ წყდება. ვენეციის კომისია, გაერო-ს დემოკრატიის ფონდი, კლიმატის ცვლილების პანელი – ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაცემული ბრძანების შემდეგ 66 ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის პროცედურა იწყება. მოჰყვება თუ არა თეთრი სახლის ლიდერის ნაბიჯს გაგრძელება საქართველოში – ცალკეული ორგანიზაციების მისამართით ოფიციალური თბილისის მკაცრი ტონის და კრიტიკული გზავნილების ფონზე ეს კითხვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ტრამპის მიერ მავნედ გამოცხადებულ 66 ორგანიზაციას შორის ის ორგანიზაციებიცაა, რომელთა წევრი ჩვენი ქვეყანაცაა. მიზეზები, რომლითაც აშშ-ის პირველმა პირმა 70-მდე ორგანიზაციიდან ამერიკის გაყვანა ახსნა, „იუესაიდის“ მსგავსად, საქართველოს ხელისუფლების ნარატივს და შეფასებებს ემთხვევა. ბოლო წლებია, მმართველი გუნდის ლიდერები ცალკეულ საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებაში და სადამფუძნებლო პრინციპების იგნორირებაში ადანაშაულებენ. მათ შორისაა ვენეციის კომისია, რომლის რეკომენდაციებს ბოლო პერიოდში ქართული მხარე მეტწილად უპასუხოდ ტოვებს.

ანა ბროლაძე არკვევდა, იქნება თუ არა ტრამპის ნაბიჯი ბიძგის მიმცემი ოფიციალური თბილისისთვის და დგას თუ არა დღის წესრიგში რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვება.

მსგავსი