აშშ კოსმოსურ ძალებს ქმნის

ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად ამერიკის შეერთებული შტატები ახალ სამხედრო სფეროს ქმნის.

ქვეყანა კოსმოსურ ძალებს აყალიბებს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, ახალმა სარდლობამ ამერიკის სტრატეგიული ინტერესები და თანამგზავრები უკვე კოსმოსში უნდა დაიცვას. კოსმოსური სარდლობა აშშ-სთვის ახალი არ არის. თავის დროზე ასეთი სამხედრო ძალის შექმნის ინიციატივა რეიგანსაც ჰქონდა, თუმცა 2001 წლის ტერაქტმა ქვეყნის თავდაცვის პრიორიტეტები შეცვალა, რამაც კოსმოსური ძალების გაერთიანების 17-წლიანი ისტორია დაასრულა. ტრამპის იდეამ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა შეაშფოთა.

ჯარი ხმელეთზე, საჰაერო ძალები ჰაერში და ფლოტი ზღვაში, – თამთა რუხაძე დაინტერესდა, რისთვის სჭირდება ამერიკას მეოთხე სამხედრო ძალა.