აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ხვდებიან. როგორც სოფიო ქაცარავამ განაცხადა, ყურადღებას ქართული მხარე ოკუპაციასა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, შეხვედრაზე ამერიკელ სტუმრებთან პარლამენტისა და კონგრესის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრებენ. აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე საპარლამენტო უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

კონგრესის თანამშრომლები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისინი წეროვანსა და ვაზიანშიც გაემგზავრებიან. საქართველოს კი 25 აგვისტოს დატოვებენ.