აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს

ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. დონალდ ტრამპის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის განკუთვნილი თანხა იმ ორგანიზაციებში გადამისამართდება, რომლებიც გლობალურ ჯანდაცვაზე არიან პასუხისმგებლები.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის გლობალური პანდემიის პროვოცირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რასაც, მისი თქმით, 100 ათასზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთმა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიო შეცდომაში შეიყვანა და ამისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე მოახდინა ზეწოლა.