აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები - გამოხმაურებები

ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. გადაწყვეტილებას ოპოზიცია მიესალმება და სანქცირებულთა სიის გაფართოებას ელოდება. „ქართულ ოცნებაში“ კი გადაწყვეტილებას უსამართლოდ და მიუღებლად მიიჩნევენ. ამასთან, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დაიბარეს, სადაც ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს „მაგნიტსკის გლობალური აქტის“ ფარგლებში, სანქციები დაუწესა.

სასანქციო პაკეტი მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც. სანქციები დაუწესდათ ვახტანგ გომელაურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ მაღალჩინოსანს: ალექსანდრე დარახველიძეს, სულხან თამაზაშვილს, ზვიად ხარაზიშვილსა და მილერი ლაგაზაურს.

თამარ წიკლაური თემის დეტალებით.