აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში - შეფასებები თბილისში

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს აფასებენ თბილისში. „ქართული ოცნება“ ევროპაში ჩატარებულ არჩევნებს იხსენებს და აცხადებს, რომ პირდაპირ ხდებოდა ჩარევა და მანიპულაცია, რისი გამოცდილება საქართველოსაც აქვს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხედავენ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი ინტერესები გააჩნია და ეს საქართველოსთვის არაფერს წყვეტს. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიამ წარმატებით მოახდინა ზეწოლა სოციალური მედიის ძირითად პლატფორმებზე, რომ „მათ შეეცვალათ კონტენტის მოდერაციის გლობალური წესები, რამაც პირდაპირი ზიანი მიაყენა ამერიკელთა გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში“.