აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება - გამოხმაურება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კანონპროექტი გამოხატავს ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ექცევა შტატების მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების გავლენის ორბიტაში. კანონპროექტი შტატების ადმინისტრაციას ავალდებულებს, მოამზადოს გასაიდუმლოებული შეფასება, საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო სტრუქტურების შეღწევის მასშტაბების შესახებ, მათ შორის, იმის თაობაზე, თუ რამდენად იკვეთება მათი საქმიანობა ერთმანეთთან. წარმომადგენელთა პალატა სახელმწიფო დეპარტამენტს, დაზვერვისა და თავდაცვის მაღალჩინოსნებთან ერთად ავალებს, რომ აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინონ გასაიდუმლოებული ანგარიში. ასევე, კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ, შტატების 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებს და განსაზღვრავს, უნდა გააგრძელოს თუ არა ამერიკამ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების ჩადება. კანონპროექტის მიღებამდე, წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.

„კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ და კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადება შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.