აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი კანონპროექტი

12:14, 26.02.2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც „საქართველოში რუსეთის და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია, „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“. კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, თანასპონსორი კი – კონგრესმენი სტივ კოენი.

მსგავსი