აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას ვენსმა ფაშინიანს მომავალზე ორიენტირებული ადამიანი უწოდა, რომელმაც სომხეთს მშვიდობა მოუტანა. ამასთან, ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში ისტორიული ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, რაც გრძელვადიანი მშვიდობის საწინდარია. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. მედიის ცნობით, შეთანხმება მთავრობებს შორის ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობას მოიცავს. თავის მხრივ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ შტატები და სომხეთი არაერთ სფეროში აღრმავებენ თანამშრომლობას, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციური ტექნოლოგიები. შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანში გაემგზავრება.