რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრული ახლოსაა. განაცხადა ჯეი დი ვენსმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე გამოსვლისას. მან ხაზი გაუსვა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოს. მიგრაციაზე საუბრისას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დიდი საფრთხეა როგორც ევროპისთვის, ასევე ამერიკისთვის. ჯეი დი ვენსმა აქცენტი გააკეთა გერმანიასთან ურთიერთობებსა და ევროპაში სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე. მისი თქმით, ამერიკელი გადამხდელების ხარჯზე ხდება გერმანიის თავდაცვის დაფინანსება. კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მადლიერება გამოხატოს აშშ-ს დახმარებისთვის კრიტიკის ნაცვლად, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის მისამართით გამოთქვა.