აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა შსს-ს მაღალი გამავლობის მანქანები გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა მაღალი გამავლობის ახალი მანქანები – ექვსი სპეციალიზებული „ტოიოტა ლენდ-კრუიზერი“ გადასცა. ავტომანქანები რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციებისთვის არის გათვლილი.
ახალი ავტომობილების ნაწილი გადაეცემა განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოს, ერთი მანქანა აჭარაში, ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილებასა და ერთიც სვანეთში, მესტიის განყოფილებას. ავტომანქანების გადაცემის ცერემონია სწრაფი რეაგირების ბაზაზე გაიმართა.