აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება

აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრს წერილს უგზავნის, რომელშიც ამ მიმართულებით შეტანილ წვლილს აღნიშნავს და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება.

„მე ვაფასებ იმ დიდ სამუშაოს, რომელსაც თქვენ და თვენი გუნდი ასრულებთ აშშ-ის საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და იმ მსხვერპლს, რომელიც ქართველმა სამხედროებმა გაიღეს ჩვენს გვერდით ავღანეთში. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით შესანიშნავი დისკუსიისთვის. ველოდები თქვენთან დიპლომატიისა და თავდაცვის კუთხით მუშაობის გაგრძელებას“, – ნათქვამია წერილში.