აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადება

შეერთებული შტატები განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს. განცხადება ამერიკის თავდაცვის მდივანმა გააკეთა. ლოიდ ოსტინის თქმით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატო-სკენ ისწრაფვიან. თავდაცვის მდივანს კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე მოუსმინეს.

სიტყვით გამოვიდა ასევე გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარეც. ლოიდ ოსტინმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე. პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებულმა შეჭრამ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება ისტორიული გამოწვევის წინაშე დააყენა. პენტაგონის ლიდერის თქმით, უნდა გაგრძელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით.