აშშ-ის სპეცსამსახურების პოლიტიკური სქემები - უილკერსონის განცხადება
რეზონანსი მოჰყვა ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებას, რომელშიც საქართველოცაა ნახსენები. სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი იმ მიზნებზე საუბრობს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით აღწევდა. ლოურენს უილკერსონი არმიის გადამდგარი პოლკოვნიკია და ის მაღალ თანამდებობას 2001-2005 წლებში იკავებდა. მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ ამერიკის ცენტრალური დაზვერვა კონკრეტულ გამოცემებსა თუ ორგანიზაციებს ყიდულობდა, ლიბერალურ დემოკრატიას კი საკუთარი ამოცანების მისაღწევად იარაღად იყენებდა. პოდტკასტში საუბარია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც. აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის პროფესორის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებისთვის აღიარებაა, რომ წლების განმავლობაში უცხოური დაფინანსება სპეცსამსახურების კონკრეტული სქემის საშუალებით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებაში იხარჯებოდა.
რას გულისხმობს ექს-მაღალჩინოსანი ხალხის შეგროვებასა და დაზვერვის ჩანერგვაში – რეზონანსული პოდკასტის არანაკლებ რეზონანსულ გამოხმაურებას თამუნა წიკლაური გაეცნო.