აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება

აშშ-ის სენატის გადაწყვეტილება 2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცების შესახებ დილიდან შეფასებების  თემაა თბილისში.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა. კანონპროექტი მოიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს.

ნათია ქენქაძე განავრცობს თემას.