აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა - გავლენა რეგიონზე 

დონალდ ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკა ვრცელდება საქართველოზეც.

ჩვენი ქვეყნიდან შეტანილი პროდუქცია აშშ-ის ბაზარზე მინიმუმ 10%-ით დაიბეგრება. ეს არის საბაზისო ტარიფი. იმპორტზე იდენტური გადასახადი დაწესდა სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვისაც. ფეროშენადნობები, ღვინო, მინერალური წყლები – ეს საქართველოდან ამერიკულ ბაზარზე გატანილი ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა. თუ ოფიციალურ სტატისტიკას დავეყრდნობით, მარტო შარშან ქვეყანამ ამერიკაში გატანილი პროდუქციის გაყიდვიდან შემოსავლის სახით 141 მილიონი დოლარი მიიღო. საქართველოს საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალში ამერიკა მეცხრე ადგილს იკავებს. რა გავლენა ექნება გლობალურ სავაჭრო სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებს რეგიონზე და ჩვენს ქვეყანაზე და მოსალოდნელია თუ არა ფასების მატება გარკვეულ პროდუქტებზე – ექსპერტები გარკვეულ ნეგატიურ ეფექტებთან ერთად პოზიტიურ შესაძლებლობებსაც არ გამორიცხავენ.