ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული მოსამართლეები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოლოდინში არიან. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებით, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, რა იქნება მათი სამოქმედო გეგმა. მისივე თქმით, მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი დასანქცირებულ ოთხეულს მხარდაჭერას უცხადებს და ამ პოზიციის ღიად დაფიქსირებისთვისაც მზად არის.
მურუსიძის განცხადებას იზიარებს იუსტიციის საბჭოს წევრი – დიმიტრი გვრიტიშვილიც, რომელსაც იმედი აქვს, რომ ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესა და იუსტიციის საბჭოს წევრს ხატია ჯამალაშვილი ესაუბრა და დეტალებს მისგან მოვისმენთ.