აშშ-ის სანქციები ირანის წინააღმდეგ
ამერიკამ ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 35 იურიდიული პირი და ეგვიპტის ერთი მოქალაქე შეიყვანა. შეზღუდვები დაწესდა 35 ავიაკომპანიისა და საჰაერო გადაზიდვების სფეროში მოქმედი სხვადასხვა კომპანიის წინააღმდეგ. საუბარია ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დიდ ბრიტანეთში, მალაიზიაში, თურქეთსა და ყაზახეთში დაფუძნებულ კომპანიებზე. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების მიზანია ირანის საავიაციო სექტორზე ზეწოლის გაძლიერება, რომელიც, ვაშინგტონის მტკიცებით, ირანის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის „იარაღის, სამხედრო მოსამსახურეებისა და უკანონო ტვირთების გადაზიდვას“ უწყობს ხელს.