ამერიკის პრეზიდენტმა ჰუსიტების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო კამპანია დაიწყო.
საავიაციო დარტყმების და იერიშების სამიზნეა მოძრაობა, რომელმაც „ჰამასის” მხრიდან ისრაელზე თავდასხმიდან მალევე პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელზე სარაკეტო შეტევები და წითელ ზღვაში მოძრავ სატრანსპორტო გემებზე თავდასხმები დაიწყო. საკვანძო საზღვაო მარშრუტების ბლოკირების შედეგად გლობალურ ვაჭრობას საკმაოდ დიდი ზარალი ადგება. აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა, წინამორბედისგან გასხვავებით, საპასუხო ზომების ნაცვლად პირდაპირ სამხედრო მოქმედებებზე გადასვლა ამჯობინა. ამ გზით დონალდ ტრამპი პარალიზებული სანაოსნო მარშრუტების აღდგენას, საზღვაო ბლოკადის მოხსნას და წითელ ზღვაში ამერიკის და მოკავშირე ქვეყნების გემების დაცვას ცდილობს. „ჰუსიტების“ ყველა გასროლა ირანიდან გასროლა იქნება – ასეთია ტრამპის გზავნილი. ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება, რომელიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებს, თეთრ სახლს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.