აშშ-ის სამხედრო იერიში ირანზე

12:22, 21.07.2026

უკვე მე-10 ღამეა, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანზე სამხედრო იერიშები განაახლა. ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს. აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საზღვაო შესაძლებლობები, რაკეტებისა და დრონების გამშვები პუნქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემები დაბომბეს. სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მიზანს ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება იყო. ამასთან, პენტაგონის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ირანთან ომში თითქმის 100 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.

ირანის პარლამენტის სპიკერი კი აცხადებს, რომ თეირანი „ამერიკულ თამაშებზე“ არ წამოეგება. მისი თქმით, ირანი შტატების ტაქტიკის ამოცნობაში დახელოვნდა და „დაოსტატების ახალ ეტაპზე“ გადავიდა. ამასთან, ცოტა ხნის წინ, ირანის რევოლუციურ გვარდიაში განაცხადეს, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის ბაზებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობას იღებენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ესმაილ ბაღეი აცხადებს, რომ ირანი საჭიროების მიხედვით, მზად არის გამოიყენოს, როგორც დიპლომატია, ასევე თავდაცვა.

მსგავსი