აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში

თბილისში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ელოდებიან. მაიკ პომპეო დღის მეორე ნახევარში ჩამოვა. შეხვედრები კი ხვალ გაიმართება. მაღალი რანგის სტუმარი პრემიერს, პრეზიდენტს, საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და კათოლიკოს პატრიარქს შეხვდება. დაგეგმილია მოლაპარაკებები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განხილვის მთავარი თემები ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები იქნება.

ანა ბროლაძე დეტალებით.