აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებს მართავს

პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ამ წუთებში, სტუმარი პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. დაგეგმილია დერეკ შოლეს შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ოფიციალური განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია.