ამერიკის შეერთებული შტატები „რუსეთს სურსათის იარაღად“ გამოყენებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება, რომელიც ამ გზით უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხას ცდილობს. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ გაერო-მ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადასაჭრელად. ბლინკენმა მოუწოდა გაერო-ს წევრ ქვეყნებს, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე.