აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში

21:36, 06.05.2021

მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია კიევი, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში გამწვავებული სიტუაციის ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩავიდა.

ენტონი ბლინკენისგან დღეს მოსკოვმა რამდენიმე სერიოზული და გამაფრთხილებელი გზავნილი მიიღო. ამერიკელი მაღალჩინოსნის შეხვედრების პარალელურად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებაში რუსეთს ანექსირებული ყირიმიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ყირიმი უკრაინაა. ბლინკენის ვიზიტის ფონზე დონბასში ისევ დაძაბულობაა. ცხელ წერტილში დღესაც მსხვერპლია.

მსგავსი