აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვაში ჩავიდა

აღმოსავლეთ ევროპის ტურნეს ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვაში ჩავიდა და ქვეყნის ხელმძღვანელობას უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ მოლდოვას ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში დაეხმარება. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მოლდოვაში 230 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი გადავიდა.