აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება – გამოხმაურება

18:13, 03.06.2026

ოპოზიციაში დაპირისპირების თემა ამჯერად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებების გაკეთებაა. პარტია „ლელოს“ განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან მოისმინეს, რომ „ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ძლიერ ოპოზიციას და მონაწილეობას პოლიტიკურ ინსტიტუტებში“. გრიგოლ გეგელიას ამ შეფასებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია. მისი თქმით, ამერიკელებს მსგავსი არაფერი უთქვამთ და შესაძლოა, გეგელია იტყუებოდეს. თავის მხრივ კი გეგელია გვარამიას არაკეთილსინდისიერებაზე ან ინგლისური ენის არცოდნაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს გასულ კვირას შეხვდნენ.

მსგავსი