აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველო ამ მიმართულებით შეფასების უმაღლეს საფეხურზეა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელიც პირველ კალათაში მოხვდა. დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სპეციალიზებული დანაყოფის არსებობა და მობილური ჯგუფების გაზრდის დადებით მხარე.