აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში  

პირველი არხის მიმართვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შესწორება შეიტანეს.

დოკუმენტიდან ამ დროისთვის უკვე ამოღებულია ის ნაწილი, სადაც ეწერა, რომ საქართველოში 2018 წლის ივლისიდან სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის კულტივაცია ლეგალური გახდა. თავდაპირველ ვარიანტში საერთოდ არ იყო ნათქვამი, რომ საზოგადოების ნაწილის ვნებათაღელვის შემდეგ კანონ-პროექტი უკან გაიწვიეს. სწორედ ამ უზუსტობის გამო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დღეს კიდევ ერთხელ გახდა მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკის მიზეზი.

ანგარიშში, რომელიც ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიას ეხება, სახელმწიფო დეპარტამენტი 70 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებას აფასებს. დოკუმენტში ქვეყნის ნარკო-პოლიტიკაა შეფასებული, ნახსენებია მაისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეც-ოპერაცია და საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომლებსაც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნარკო-ტრანზიტში ჩართული კრიმინალური ორგანიზაციები უქმნიან.

დატოვე კომენტარი