სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, საქართველოზე არსებული მცდარი ინფორმაცია, დღეს პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ანგარიში ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიას ეხება. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედეგება: პირველი ნარკოტიკის კონტროლის ღონისძიებებს ეხება, მეორე კი – ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულს. დოკუმეტში ნათქვამია, რომ  2018 წლის ივლისში, საქართველომ კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივირება და წარმოება ლეგალური გახადა.

საქართველოს ხელისუფლება შეცდომის გამოსწორებას ითხოვს და სახელმწიფო დეპარტამენტისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში არასამთავრობო სექტორს ადანაშაულებს. არასამთავრობოები ბრალდებას არ იღებენ და ხელისუფლებას მეტ კონკრეტიკას სთხოვენ. ოპოზცია კი, სახელმწიფო დეპატრამენტის ანგარიშის შინაარსზე ამახვილებს ყურადღებას და მასში მოყვანილი რეკომენდაციების მნიშვნელობაზე საუბრობს.

გურამ როგავა მუშაობდა თემაზე.