აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, საქართველო მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს.

ადამიანებით ვაჭრობის შესახებ ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით დადებითად არის შეფასებული და ნათქვამია, რომ მთავრობა ყველა იმ მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ადამიანებით ვაჭრობის აღსაკვეთად მნიშვნელოვანია. ტრეფიკერების დევნა – გასამართლების, მსხვერპლთა იდენტიფიცირების და თავშესაფრების გაზრდილი მაჩვენებლები – ეს ის მიმართულებებია, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. დოკუმენტში გაწერილია რეკომენდაციებიც სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას უფრო აქტიური გამოძიების წარმოებას და სამოქალაქო სექტორთან მუშაობის გაძლიერებას ურჩევს.

როგორ აფასებენ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები – ანა ბროლაძის სიუჟეტი.