აშშ-ის სახაზინო მდივანი, სკოტ ბესენტი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. განხილვის მთავარი თემები საერთო ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტები იყო. „მდივანმა ბესენტმა ხაზი გაუსვა აშშ-უნგრეთის ურთიერთობის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის უწყვეტი კოორდინაციის მნიშვნელობას ევროპისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში“, – ნათქვამია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.