აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები - შეფასებები

რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრა – ეს არის ის მთავარი დასახელებული მიზეზი, რის გამოც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. რა პრობლემები შეექმნება ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს – საკითხზე დღეს ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები ისმოდა.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით კმაყოფილია, თუმცა, მეტს ითხოვს, „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

რა წერია გამოქვეყნებულ დოკუმენტში და რას გულისხმობს გენერალური ლიცენზია, რომლის განმარტებაც სახაზინო დეპარტამენტმა გამოქვეყნებულ დოკუმენტს დაურთო, თამარ წიკლაურის რეპორტაჟში ნახეთ.