აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები - გამოხმაურება

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმაურება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, რომელიც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.

„შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის გადასაჭრელად, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნას“, – წერს ბრაჟე სოციალურ ქსელში.