აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალური ქსელით ეხმაურება კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისთვის.
„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების ოსტატის, ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს, რომელიც დიდი ხნით ადრე უნდა დაწესებულიყო. მას და მის პარტიას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საქართველოს ავტოკრატიისკენ მიმავალ გზაზე დაყენებისა და ტრანსატლანტიკური მომავლის გზიდან დაშორებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს სურს და რომელსაც იმსახურებს“, – ნათქვამია მაკკოლის განცხადებაში.