აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციები - გამოხმაურება

„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში და მსოფლიოში ყველა პარტნიორს მოუწოდებს, გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ.

„ივანიშვილი დღეს თბილისის ფაქტობრივი მმართველია და ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ხალხისთვის დემოკრატიის დანგრევა და დანაშაულებრივი რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, ყველა ხალხს. უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ. ახლა კიდევ ერთი მტკიცე ქმედება – ძლიერი ამერიკული სანქციებია. ჩვენ გვჯერა, ვერცერთი მაფიოზი ვერ შეძლებს თავისუფალი ხალხების ოჯახში, ევროპულ საზოგადოებაში ქართველი ხალხის თავისუფალ ცხოვრებაზე ოცნების მოპარვას“, – აღნიშნულია ზელენსკის გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნებულ პოსტში.