აშშ-ის საჰაერო იერიში ირანზე

12:23, 09.07.2026

ამერიკის მორიგი საჰაერო იერიში ირანზე. შტატებმა დაახლოებით 90 სამხედრო სამიზნეს დაარტყეს. მათ შორის იყო საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო მეთვალყურეობის საშუალებები, რაკეტებისა და დრონების შესანახი ობიექტები, საზღვაო ძალების შესაძლებლობები და ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ მდებარე სამხედრო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა. იერიში მოჰყვა ირანში წინა ღამით განხორციელებულ შეტევას. მიზანი იყო ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებსა და უდანაშაულო სამოქალაქო მეზღვაურებზე თავდასხმების შესუსტება. ვკითხულობთ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. თავის მხრივ ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული ახალი დარტყმების საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანა იერიში. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი