აშშ-ის საჰაერო იერიშები ირანის წინააღმდეგ

18:02, 19.07.2026

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი სულ უფრო მწვავდება. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, უკვე ზედიზედ მერვე ღამეა ამერიკულმა ძალებმა იერიშები მიიტანეს ირანის სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, საზღვაო ინფრასტრუქტურასა და რაკეტების შესანახ ბაზებზე. ვაშინგტონის განმარტებით, ოპერაციის მიზანი ირანის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტებაა. პარალელურად, ირანი ქუვეითზე თავდასხმებს აგრძელებს. ქუვეითის ხელისუფლების ინფორმაციით, სამიზნე ელექტროსადგური და წყლის გამტკნარების ქარხანა გახდა. ელექტროსისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად საგანგებო სამუშაოები მიმდინარეობს. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის განცხადებით კი, ამერიკული დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე „დარხოვინის“ ატომური ელექტროსადგური იყო, რასაც თეირანი საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ირანის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანას „მტრისთვის დაუვიწყარი პასუხი“ აქვს მომზადებული. იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას კი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაღუპულმა სამხედროებმა სიცოცხლე იმისთვის გაწირეს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს.

მსგავსი