აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება

13:18, 18.11.2019

შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, მიმდინარე პროცესებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ სრულად უჭერენ მხარს მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლებასა და მოუწოდებენ ყველას, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ.

დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ნდობის აღსადგენად, მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი