აშშ-ის საელჩოს განცხადება – ვითარება სავაჭრო მოლებში

21:40, 07.05.2025

„თბილისი მოლი“, „გალერეა თბილისი“, „ისთ ფოინთი“ – ამერიკის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მითითებულ სავაჭრო ცენტრებში მისვლისგან თავი შეიკავონ. დიპლომატიური მისიის გამაფრთხილებელი განცხადების მიხედვით, საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილებში გადაადგილებისგან. ცოტა ხნის წინ ამერიკის საელჩოს გაფრთხილებას გამოეხმაურა სუს-ი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეს არის მორიგი ცრუ შეტყობინება, რაზეც სუს-ის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მსგავსი