აშშ-ის საელჩოს განცხადება - შეფასებები

საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს განცხადება შეფასებები მოყვა თბილისში. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია: „ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით.” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. გუშინ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა 48 საათიდან 24 საათამდე შემცირდა და 4 500 ლარამდე გაიზარდა სანქცია წვრილმანი ხულიგნობის, სამართალდამცველს მიმართ დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

მოამბე