აშშ-ის საელჩოს განცხადება – გამოხმაურება
აშშ-ის საელჩო საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს. „7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ადგილობრივ მედია სიახლეებს და ყურადღებით იყვნენ საკუთარ გარემოცვაში.
ცნობისთვის, 7 მაისს, საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო. აღნიშნულის საპასუხოდ, სუს-მა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობდნენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე. ამასთან, სუსმ-მა მოუწოდა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან. საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.