აშშ-ის საელჩოს განცხადება

12:06, 13.07.2020

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებას გმობს და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში საელჩო რუსეთის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასა  და საქართველოს დეოკუპაციაზე ამახვილებს ყურადღებას. „ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა,“ – ნათქვამია განცხადებაში. ამერიკის საელჩო ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

33 წლის ზაზა გახელაძე კასპის რაიონში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შაბათს დააკავეს. ის ფეხშია დაჭრილი.

მსგავსი