აშშ-ის საელჩოს განცხადება
აშშ-ის საელჩო საქართველოში თეთრ სახლში დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით გაფორმებული ეს ისტორიული შეთანხმება, ორივე ქვეყნისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ეს მხარეები ერთ მაგიდასთან შეკრიბა და შუამავლობა გაუწია შეთანხმებას, რომელმაც ათწლეულების კონფლიქტი დაასრულა. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის წინსვლისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენისთვის, რომლის შედეგიც იქნება სავაჭრო შეთანხმებები და კეთილდღეობა, როგორც ამერიკელი, ისე სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ვულოცავთ ორივე ქვეყანას მშვიდობის ახალი ეპოქის დაწყებას” – წერს საელჩო.