აშშ-ის საელჩოს განცხადება
მარკო რუბიოს თხოვნით ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა – წერს ამერიკის საელჩო. ოფიციალურ გაცხადებაში ვკითხულობთ: რომ ეს თხოვნა 22 მაისის იყო, თუმცა მიიღეს უარი. ამ შეხვედრაზე ივანიშვილს ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. ელჩს უნდა ესაუბრა იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა „გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ“. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს, ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.