აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა 

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი სენატში იწყება.

დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპს ასამართლებენ. მოწმეთა ჩვენებებით და მტკიცებულებებით უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა თეთრი სახლის ლიდერისთვის წაყენებულ ბრალდებებს საფუძველი და საკმარისია თუ არა ეს გარემოებები იმპიჩმენტისთვის, რაც რთული პროცედურაა. იმისთვის, რომ პრეზიდენტი ხელისუფლებას ჩამოაშორონ, გადაწყვეტილებას მხარი სენატში მყოფმა რესპუბლიკელებმაც უნდა დაუჭირონ, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია. ტრამპის ოპონენტების მთავარი ბრალდება უკრაინის ხელისუფლებაზე აშშ-ის პრეზიდენტის შესაძლო ზეწოლას უკავშირდება. საქმეში ფიგურირებს ჯო ბაიდენის შვილიც. სწორედ ბაიდენი იქნება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის მთავარი კონკურენტი. საქმეში, რომელიც იმპიჩმენტის მიზეზი გახდა, დღეს ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ახლა მთავარი ინტრიგაა, დაკითხავენ თუ არა სენატში მოწმეებს, რომელთა შორის ტრამპის გარემოცვის წევრებიც არიან.