აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა  

დონალდ ტრამპის და 2020 წლის არჩევნებში მისი მთავარი კონკურენტის დაპირისპირება პიკს აღწევს.

ფაქტს, რის გამოც კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, თეთრი სახლის ლიდერი თავადაც არ უარყოფს. ტრამპი აღიარებს, რომ ჯო ბაიდენის შვილის საკითხზე უკრაინის პირველ პირთან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა, რა დროსაც ჰანტერ ბაიდენის საქმეზე უკრაინელ კოლეგას ხელახალი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. თუმცა პრეზიდენტი არ თვლის, რომ ეს არის მთავარ კონკურენტზე ზეწოლისთვის უკრაინის ხელისუფლების გამოყენება. მეტიც, ბაიდენების საქმით დაინტერესებისკენ ტრამპმა დღეს ჩინეთსაც მოუწოდა.

 

დატოვე კომენტარი