აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება

დონალდ ტრამპის კიდევ ერთი რეზონანსული ნაბიჯი.

თეთრი სახლის ლიდერმა 18-წლიანი ისტორიის მქონე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა. კერძოდ, აშშ-ის ტერიტორიაზე ქონებას დაუყადაღებენ სასამართლოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებებს იძიებდნენ. შავ სიაში სავარაუდოდ მოხვდება ჰააგის სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა. უმძიმესი მოსასმენი იყო სასამართლოს მიმართ აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებები.

ტრამპის გადაწყვეტილება უფლებადამცველების მწვავე კრიტიკის საგანი ხდება. მძიმეა ევროკავშირის რეაქციაც.